
პროფესიული განვითარების მიზნით დავგეგმე ტრენინგი ,,intel'' პროექტებით სწავლება . ამა წლის 11 ივლისიდან დავიწყე აღნიშნული ტრენინგის გავლა .
პირველი დღიდანვე შევუდექით აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას . გავეცანით პროექტებით სწავლების მიზნებს,21 საუკუნის სტანდარტებს , განვიხილეთ პროექტის ,,კონკია'' გეგმა. შემდეგ იდივიდუალურად მოვიფიქრეთ იდეაში რა პროექტზე ვიმუშავებდით . მე გადავწყვიტე მემუშავე პროექტზე ,,მოგზაურობა დინოზავრების ნაკვალევზე''.შემდეგ შევქმენი პუბლიკაცია .პუბლიკაციაძე მუშაობა ჩემთვის იყო საინტერესო და სასარგებლო სიახლე, რომელსაც აუცილებლად განოვიყენებ პრაქტიკაში ,რადგან ამით საშულება მექნება მივმართო ადმინისტაციას ,კოლეგებს , მშობლებს და აქტიურად ჩავრთო პროექტში..შემდეგ ჩემი პროექტის მიხედვით ვიმუშავე საგნის სტანდარტებზე და ასევე 21 -ე საუკუნის უნარებზე. ასევე საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა ჩემთვის მიმართულების მომცემ კითხვებზე მუშაობის პროცესი კერძოდ: 1 ზოგადი .2 თემატური და 3 შინაარსობრივი კითხვის მოფიქრება ,რომლებსაც დავუსვამ მოსწავლეებს და ამით მოვახდენ როგორც პროექტით მათ დაინტერესებას. ასევე მივიღებ გარკვეულ წარმოდგენას რა აზრი ექმნებათ მოსწავლეებს პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით.
ასევე მომეწონა intel პროექტის შემოთავაზება მოსწავლეთა საჭიროება დავადგინო კოგნიტური სქემის ,,რა ვიცი ,რა მინდა ვიცოდე ,რა ვისწავლე "გამოყენებით .კოგნიტური სქემებს საკმაოდ აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილლო პროცესში თუმცა პროექტში მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად გამოყენება საინტერესო სიახლე იყო ჩემთვის.
შემდეგ მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია . ვისწავლე პრეზენტაციაში ობიექტის ჩასმა ,რაც ასევე ძალიან მომეწონა და გამოვიყენებ პრაქტიკაში.შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებები და ბიბლიოგრაფიის დანიშნულებას და განვახორციელეთ პრაქტუკულად .
ვთვლი რომ ეს 5 მეცადინეობა იყო საინტერესო ,სიახლეების მომცემი და ნაყოფიერი .
Комментариев нет:
Отправить комментарий